logo
ENG



მეუფე პეტრე: საბჭოთა რეჟიმის მენტალობა ყველაზე მეტად ფესვგადგმულია საეკლესიო მმართველობაში

12 ოქტ 202014:15
3 წუთის საკითხავი
 

ამ დრომდე უცნობია, როდის გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. გავრცელებული ინფორმაციით, სხდომის მთავარი განსახილველი თემა დავით გარეჯი იქნება. ფორმულასთან საუბარში ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი ხელმძღვანელი, მეუფე პეტრე ცაავა ამბობს, რომ სინოდის სხდომა 14 ოქტომბერს, არა უგვიანეს ოქტომბრის შუა რიცხვებისა უნდა ჩატარდეს. 

გარდა ამისა, პეტრე ცაავა ამბობს, რომ სხდომა უნდა იყოს გამჭვირვალე და მედიამ მასზე დასწრება უნდა მოითხოვოს. 

"აქედან ჩანს, რომ ყველანაირი კრიტიკული, განსხვავებული, სამართლიანი და მამხილებელი აზრი - იდევნება. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ყველაზე მეტად საბჭოთა სისტემაა. ყველაზე მეტად ფესვგადგმულია საბჭოთა რეჟიმის მენტალობა დღევანდელ საეკლესიო მმართველობაში. ის რომ მღვდელმთავრება რეპლიკის სახით აღიარეს რომ სინოდი უნდა შეიკრიბოს და იქ უნდა მოხდეს ასეთი საკითხების განხილვა სამართლიანია. რჯულის კანონის თანახმად მეორე სინოდი უნდა ჩატარდეს 14 ოქტომბერს ან ოქტომბრის შუა რიცხვებში. ასევე უნდა იყოს გამჭვირვალე და მედიამ დასწრება უნდა მოითხოვოს", - ამბობს მეუფე პეტრე ცაავა. 

რაც შეეხება საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას, ფორმულა მამა ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა. საპატრიარქოს საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ სინოდის სხდომა ჯერ დანიშნული არ არის. საპატრიარქოში ჯერ არ იციან, თუ როდის ჩატარდება სხდომა. 

 


close დახურვა